Accessibility links

logo-print

27-28 აპრილის ღამით რამდენიმე ინციდენტი მოხდა


27-28 ნაპრილს ღამით რამდენიმე ინციდენტის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერ თინათინ ხიდაშელზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ გუშინ საღამოს ალიანსის ყვარლის შტაბის უფროს ვანო ლომიძეს, მას შემდეგ, რაც ის მიტინგიდან ყვარლისკენ გაემგზავრა, ერთ-ერთ სოფელში თავს დაესხა ოთხი ადამიანი. ”გადმოაგდეს მანქანიდან და ხრამში გადააგდეს. შემდეგ ჩაყვნენ, სცემეს, მანქანა დაუწვეს და ტრასაზე დატოვეს” - ყვება ხიდაშელი. 27 აპრილსვე სახალხო დამცველის ოფისში თავდასხმის შესახებ განაცხადა ორმა პირმა, რომელთა თქმითაც, აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა რუსთავის გზატკეცილზე უცნობი პირები აედევნენ, ავტომანქანა დააჯახეს, იძლუებით გააჩერებინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეტრო-სადგურ ”რუსთაველთან” ოპოზიციის ორი აქტივისტი - ირაკლი კობახიძე და ზაზა ელჩიბეგოვი სასტიკად ცემეს. დაზარალებულები პარლამენტთან მიბრუნდნენ, სადაც ისინი ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ ნახა. ”დროა ხელისუფლება გონს მოეგოს და ამგვარი ფაქტები აღკვეთოს” - აცხადებს გამყრელიძე. სამშაბათს გამთენიისას ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა ვიდეო-კამერა წაართვა შსს-ს თანამშრომლებს, რომლებიც, მელაშვილის თქმით, თავდაპირველად ”რუსთავი-2”-ის თანამშრომლებად ასახელებდნენ თავს. გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია მომიტინგეების მხრიდან და ”რუსთავი-2”-ისა და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიის გამოვლენის შესახებ.
XS
SM
MD
LG