Accessibility links

logo-print

სხეფერმა რუსეთს საქართველოში სწავლების განზრახვა დაუდასტურა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ოფიციალურად უპასუხა ალიანსისადმი რუსეთის ოფიციალურ მიმართვას საქართველოში მაისში დაგეგმილი სამხედრო სწავლების გაუქმების ან გადატანის შესახებ. ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისთვის გაგზავნილ წერილში იაპ დე ჰოოპ სხეფერმა სწავლების ჩატარების განზრახვა დაადასტურა და რუსეთს კვლავ შესთავაზა, რომ საქართველოში საკუთარი მეთვალყურეები გაგზავნოს.
XS
SM
MD
LG