Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპოლი სულიმ იამადაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ეძებს


ინტერპოლმა ძებნილად გამოაცხადა რუსეთის 7 მოქალაქე, რომლებიც ბატალიონ „ვოსტოკის“ ყოფილ მეთაურზე სულიმ იამადაევზე თავდასხმის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილნი. ძებნილთა შორისაა რუსეთის დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი. მისი ძებნის შესახებ ინტერპოლიდან დოკუმენტების მიღებას არ ადასტურებს რუსეთის შსს. მის წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო ინტერფაქსი იუწყება, რომ ინტერპოლის მიერ დასახელებულ პირთა მოსაძებნად სამართალდამცავები არანაირ ზომებს არ მიმართავენ, რადგან მათი დანაშაულის, ან უდანაშაულობის გადაწყვეტილება რუსეთის სასამართლომ უნდა მიიღოს. ბატალიონ „ვოსტოკის“ ყოფილი მეთაური სულიმ იამადაევი მარტის ბოლოს, დუბაიში მოკლეს. რუსეთის შსს დუბაის პოლიციას ურჩევს, ეჭვმიტანილების საქმე გადასცეს რუსეთის გენერალურ პროკურატურას, რომელიც ამავე საქმეს შემდეგ სასამართლოს გაუგზავნის.
XS
SM
MD
LG