Accessibility links

logo-print

დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობები არ გამართულა


საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების ლიდერთა გადაწყვეტილებით, დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობები არ გამართულა. ამასთან, საღამოს 5 საათიდან პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების მიტინგი განახლდა. მოგვიანებით, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა ღვთისმსახურებაში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის მიერ შენდობის დღედ გამოცხადებულ 28 აპრილს, საღამო ხანს გაიმართა.
XS
SM
MD
LG