Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს არ სჯერა, რომ ევროკავშირი არ ცდილობს "გავლენის სფეროს შექმნას"


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს სურს დაიჯეროს ევროკავშირის განცხადება, რომ ბრიუსელი არ ცდილობს გავლენის სფეროს შექმნას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მაგრამ მაინც არ არის ამაში დარწმუნებული. ამ თემას სერგეი ლავროვი დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის დიპლომატებთან მოლაპარაკების შემდეგ შეეხო. მანამდე ევროკავშირის ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მოსკოვის შეშფოთებას, თითქოს ევროკავშირი “გავლენის სფეროს” ქმნიდეს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამით, რომელიც 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის განმტკიცებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG