Accessibility links

logo-print

შუა აზიის სამიტზე ვერ მოაგვარეს უთანხმოება წყლის რესურსებზე


ყაზახეთში გაიმართა ცენტრალური აზიის 5-ვე სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრა რეგიონის წყლის რესურსებთან დაკავშირებული უთანხმოების მოსაგვარებლად. მაგრამ მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთდღიანი სამიტის ოფიციალური პროგრამით გათვალისწინებული იყო მსჯელობა არალის ზღვაზე, რომელიც მოსპობის პირასაა, მაგრამ შეხვედრას უკავშირებდნენ იმედს, რომ განიხილებოდა წყლის რესურსების განაწილებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხიც. უთანხმოების მიუხედავად, სამიტი დასრულდა დაპირებით, რომ ცენტრალური აზიის ლიდერები განაგრძობენ მუშაობას ერთსულოვნების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG