Accessibility links

logo-print

რომის პაპი იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონს ეწვია


რომის პაპი ბენედიქტე XVI ცენტრალურ იტალიაში მდებარე აბრუცოს რეგიონს ეწვია სამი კვირის წინანდელი ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლისადმი სოლიდარობის გამოსახატად. პაპი თავდაპირველად გაჩერდა სოფელ ონაში, რომელიც ბიძგებმა 6 აპრილს, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა, შემდეგ კი ქალაქ ლ'აკვილაში ჩავიდა - ლ'აკვილა იყო იტალიაში ბოლო სამი ათწლეულის უძლიერესი მიწისძვრის ეპიცენტრი. სტიქიურმა უბედურებამ 300-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უსახლკაროდ დატოვა 65 000-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG