Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღორის გრიპის პანდემია შესაძლებელია, მაგრამ არ არის გარდაუვალი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღორის გრიპთან დაკავშირებით გამოცხადებული განგაში მესამედან მეოთხე ფაზამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება შესაძლოა პანდემიად იქცეს. თუმცა, ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, კეიჩი ფუკუდას თქმით, "მეოთხე ფაზა" არ ნიშნავს, რომ პანდემია გარდაუვალია. ფუკუდას თქმით, "როცა მესამე ფაზა მეოთხით შეიცვალა, ეს გრიპის პანდემიისკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად შეიძლება იქნეს ინტერპრეტირებული. მაგრამ ამავე დროს ეს არის ფაზა, რომელიც მეტყველებს, რომ საქმე ჯერ არ არის ასე ცუდად". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ამჯამად ახალი გრიპის 73 შემთხვევა დადასტურდა ხუთ ქვეყანაში - მექსიკაში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში.
XS
SM
MD
LG