Accessibility links

logo-print

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" სოლიდარობას უცხადებენ როქსანა საბერის


ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" რამდენიმე წევრმა დღეს შიმშილობა დაიწყო ირანელ-ამერიკელ ჟურნალისტ როქსანა საბერისადმი სოლიდარობის ნიშნად. საბერის ირანში 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. თვით საბერი მერვე დღეა შიმშილობას და, მამამისის შეფასებით, ძალიან დასუსტებულია. მამას გუშინ მიეცა პატიმრის ნახვის შესაძლებლობა. ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" წევერებმა კი დღეს პარიზში, ირანული ავიაკომპანიის ოფისთან დაიწყეს შიმშილობა.
XS
SM
MD
LG