Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინი: რუსეთს არ აქვს ბულგარეთთან უთანხმოება გაზსადენის გამო


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა უარყო ცნობა, რომ რუსეთს ბულგარეთთან უთანხმოება აქვს რუსეთის გეგმის გამო, გაიყვანოს ახალი გაზსადენი, რომლითაც ევროპას რუსეთიდან მიეწოდება გაზი. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, სერგეი სტანიშევთან შეხვედრის შემდეგ პუტინის ნათქვამი, რომ შეთანხმება გაზსადენის შესახებ გაფორმდება ორ კვირაში. ადრე ბულგარეთის პრეზიდენტმა, გეორგი პარვანოვმა თქვა, რომ სამხრეთის ნაკადის გამო მოსკოვსა და სოფიას შორის “ინტრესთა შეტაკება” მოხდა.
XS
SM
MD
LG