Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი ეუთოს რეფორმებს არ გაატარებს


ყაზახეთი არ გაატარებს სრულად ეუთოს მიერ შეთავაზებულ რეფორმებს, სანამ ის, 2010 წელს, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას გადაიბარებს. ამის შესახებ განაცხადა ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ, კასიმჟომარტ ტოკაევმა. ტოკაევის კომენტარი წარმოადგენს პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევის განცხადებების გამოძახილს, რომ დასავლური ტიპის დემოკრატია არ შეიძლება სწრაფად დამყარდეს ყაზახეთში. ეუთოს დასავლელი წევრები დათანხმდნენ, გამხდარიყო ყაზახეთი - პირველი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - ეუთოს მორიგე თავმჯდომარე.
XS
SM
MD
LG