Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მერიის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობს


საინფორმაციო მიტინგის შემდეგ, რომელიც ტრადიციულად 17:00 საათზე დაიწყება, მერიის მიმართულებით მოეწყობა ფეხით მსვლელობა, სადაც აქციის მონაწილეები მიიტანენ დიდი რაოდენობით რუსთაველის ტერიტორიაზე დაგროვილ ნაგავს. ამის შესახებ გუშინ პარლამენტის წინ მიტინგზე ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მერია არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ ასუფთავებს ტერიტორიებს. ამიტომ, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, იმ რაოდენობის ნაგავს მიიტანენ მერიასთან, რომ ქუჩა გადაიკეტება.

“ყოველდღიურად გაგრძელდება ასეთი ხასიათის აქციები. ყოველ დღე მივიტანთ მერიასთან ნაგავს მანამ, სანამ ისინი საკუთარ მოვალეობას არ შეასრულებენ და არ დაასუთავებენ რუსთაველის გამზირს. თუკი ისინი ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას და არ შეუძლიათ, დატოვონ სამსახურები, წავიდნენ. ჩვენ შეგვიძლია მოვალეობის შესრულება”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და მთელ თბილისს დღეს, 17:00 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა.

ლევან გაჩეჩილაძე ასევე მოუწოდებს საზოგადოებას არ გადაიხადონ ნაგვის ფული.
XS
SM
MD
LG