შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა ღორის გრიპის პირველი მსხვერპლი მექსიკის გარეთ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, დოქტორ რიჩარდ მესერის თქმით, ტეხასის შტატში გარდაიცვალა 23 თვის ბავშვი. შეერთებული შტატები ერთ-ერთია იმ ცხრა ქვეყნიდან, სადაც ღორის გრიპის შემთხვევები აღირიცხა. მექსიკაში, სადაც პირველად აღირიცხა დაავადება, დადგინდა, რომ მან 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 159 ადამიანის სიკვდილი სავარაუდოდ არის კავშირში ამ დაავადებასთან. მექსიკაში ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის 2500-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დადასტურებული აქვს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. გაეროს ამავე უწყების განცხადებით, არსებობს პანდემიის საფრთხე, თუმცა პანდემია გარდაუვალი არ არის.
ყველაზე პოპულარული
1