Accessibility links

გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის ბალეტის ვარსკვლავი, ეკატერინა მაქსიმოვა


სამშაბათს მოსკოვში გარდაიცვალა ეკატერინა მაქსიმოვა - დიდი თეატრის ყოფილი პრიმაბალერინა. ის 70 წლის იყო. მაქსიმოვა საბალეტო სკოლის ახალი კურსდამთავრებული იყო, როცა 1958 წელს დიდი თეატრის დასში მიიღოს. ის თავის მეუღლესთან და პარტნიორთან, ვლადიმირ ვასილიევთან ერთად, თითქმის 3 ათწლეული ითვლებოდა საბალეტო სცენის ვარსკვლავად, ასრულებდა ცნობილ პარტიებს, როგორიცაა მაშა (ჩაიკოვსკის “მაკნატუნა”), ჯულიეტა (პროკოფიევის “რომეო და ჯულიეტა”), ფრიგია (ხაჩატურიანის “სპარტაკი”). მაქსიმოვა სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდა საბალეტო ცხოვრებაში, მუშაობდა ქორეოგრაფად და პედაგოგად. ის სამშაბათს დილით, მოულოდნელად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG