Accessibility links

logo-print

სახელმწიფო მინისტრი მოწვეული იყო რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში, საღამოს გადაცემაში. ბარამიძემ ზოგადად თავისი ვიზიტის გარშემო საუბრისას გვითხრა, რომ კონფრენციაზე განიხილეს, სხვათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და ევროკავშირის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის თემები. ბარამიძის თქმით, იძულებით მიგრაციის თვალსაჩინო მაგალითია დევნილები და ლტოლვილები, რომლებიც იძულებით გავიდნენ საქართველოს გარეთ რუსეთის აგრესიის გამო. საქართველოსთვის, სახელმწიფო მინისტრის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირმა პასუხს მოსთხოვს ყველა ქვეყანას, რომელიც ამ მიმართულებით არაკონსტრუქციულად თანამშრომლობს. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთიც შეუერთდა პრაღაში მიღებულ დეკლარაციას. გიორგი ბარამიძემ გვითხრა ასევე, რომ ევროკავშირთან მიმდინარეობს მოლაპარაკება სავიზო რეჟიმის გარშემო. საქართველოდან ბევრი მიდის ეკონომიკური მოსაზრებით უცხოეთში და ჩვენი მიზანია, თქვა ბარამიძემ, ხალხი კი არ წავიდეს, და არ მოხდეს ე.წ. ტვინის გადინება, არამედ ადმიანებს ჰქონდეთ საშუალება ლეგალურად წავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, არ იყვნენ იძულებული, რომ იქ არალეგალურად იცხოვრონ და იმუშაონ, და რომ უკან დაბრუნება, იქნება სავალდებულო, განაცხადა გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლების ეთერით.
საქართველში ამჟამინდელი საპროტესტო აქციების გარშემო საუბრისას, ბარამიძემ თქვა, რომ ხელისუფლებამ დიდი გაკვეთილი გამოიტანა ორი წლის წინანდელი ნოებრის მოვლენებიდან და ჩანს, რომ მან სავსებით შეცვალა მიდგომა ამგვარი აქციების მიმართ, შეცვალა რიტორიკა, დამოკიდებულება იმ ადამიანებისადმი, ვისაც ოპონენტებს ვუწოდებთო, განაგრძო გიორგი ბარამიძემ. ამ შემთხვევაში ოპოზიციას, რადიკალურ ოპოზიციას და ყველაზე რადიკალურ, თუნდაც მცირე ჯგუფს პრეზიდენტმა არაერთხელ შესთავაზა თაამშრომლობა, ნაცვლად იმისა, რაც მანამდე ხდებოდა, გვითხრა მან. ბარამიძის თქმით, ორივე მხარემ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, რეალისტური, რისი გაკეთებაც დღეს შესაძლებელია. ამას ემხრობა ხელისუფლების მომხრეების და ოპონენტების უმრავლესობა და ამასვე მოუწოდებს ეკლესიაც, სახელმწიფო მინისტრის თანახმად, პატრიარქს უბრძანებია, ერთმანეთს მოუსმინეთო.

XS
SM
MD
LG