Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე რეზოლუცია მიიღო


29 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველო-რუსეთის ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. მანამდე კი ევროპელმა პარლამენტარებმა მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული საინფორმაციო ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე რუსეთის მიმართ სანქციები არ მიუღიათ, თუმცა ევროსაბჭომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. საქართველო-რუსეთის ომის ჰუმანიტარულ შედეგებზე მიღებულ ახალ რეზოლუციაში საქართველოს ვალდებულებებზეც არის ლაპარაკი. მასში ხაზგასმულია, რომ ჰუმანიტარული საქმიანობისთვის აშკარად ხელის შემშლელია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოკუპაციის შესახებ.
XS
SM
MD
LG