Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრემიერი: საჰაერო ბაზის შესახებ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს


ყირგიზეთის პრემიერ მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ვაშინგტონთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკული საჰაერო ბაზის შენარჩუნების თაობაზე. იგორ ჩუდინოვის ამ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე პენტაგონის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ვაშინგტონმა გარკვეულ ”პროგრესს” მიაღწია ყირგიზეთის დარწმუნებაში, არ დაეხურა საჰაერო ბაზა. ამერიკელი სამხედრო ძალები საჰაერო ბაზას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების მომარაგებისთვის იყენებდნენ. ყირგიზეთმა საჰაერო ბაზის დახურვის გადაწყვეტილება თებერვალში მიიღო, და ამერიკელებს ბაზის დაცლისათვის ექვსი თვე მისცა
XS
SM
MD
LG