Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის საფრთხეზე საუბრობს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მალე შეიძლება ღორის გრიპის პანდემიის დაწყების საფრთხე ”მეხუთე” სტადიით შეაფასოს. ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ საზომზე მაქსიმალური ნიშნული ექვსია. ამჟამად ღორის გრიპის პანდემიის საფრთხე მეოთხე სტადიითაა შეფასებული. ორგანიზაციის მოქმედი გენერალური დირექტორის, კეიჯი ფუკუდას თქმით, მეოთხე ნიშნულიდან მეხუთეზე გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ორგანიზაციის განცხადებით, საფრთხის რეალურობის ზრდა იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დადასტურდება, რომ ვირუსით ინფიცირებული ადამიანების მიერ დაავადების გავრცელების შესაძლებლობა სულ მცირე ორ ქვეყანაში აღინიშნა.
XS
SM
MD
LG