Accessibility links

logo-print

რუსეთი უკრაინის გაზსადენის სისტემის მოდერნიზაციაში ჩაერთვება


რუსეთი იქნება უკრაინის მთავარი პარტნიორი უკრაინის სატრანზიტო გაზსადენის სისტემის მოდერნიზაციის პროექტში. ამ პროექტის დაწყების შესახებ ცოტა ხნის წინ ევროკავშირი და უკრაინა შეთანხმდნენ, რამაც რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან იმ მომენტისთვის პროექტში რუსეთის მონაწილეობა არ იყო განსაზღვრული. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ”ბუნებრივი აირის ტრასპორტირების სისტემის მოდერნიზაცია რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია”. ამის სანაცვლოდ რუსეთი თანახმაა უკრაინას აღარ მოსთხოვოს 2 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა ბუნებრივი აირის იმ რაოდენობის გამოუყენებლობის გამო, რომელიც უკრაინას აპრილში უნდა მოეხმარა.
XS
SM
MD
LG