Accessibility links

logo-print

ბაქოში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა 7 ადამიანი მოკლა


აზერბაიჯანის დედაქალაქში, ”ნავთობის სახელმწიფო აკადემიაში” უცნობი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც სულ ცოტა 7 ადამიანი მოკლა. დაჭრილია 15-მდე პირი. ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სხვა ინფორმაციით, მას მძევლების აყვანა სურდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ინციდენტის ადგილას ორი თავდამსხმელი იყო, რომელთაგან ერთი - საქართველოს, მეორე კი სირიის მოქალაქე იყო.
XS
SM
MD
LG