Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა ბაქოში 13 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა “ნავთობის სახელმწიფო აკადემიაში”


დღეს დილით ბაქოში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა ”ნავთობის სახელმწიფო აკადემიაში” და სულ ცოტა 13 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა. მსხვერპლი სტუდენტები და მასწავლებლები არიან, მათ შორის ორი უცხოელია. ოფიციალური პირების თანახმად, თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. გავრცელდა ცნობაც, რომ მას მძევლების აყვანა სურდა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მკვლელი, ფარდა გადიროვი, აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე იყო. მკვლელობის მოტივი უცნობია.
XS
SM
MD
LG