Accessibility links

logo-print

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ


ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს გადასცეს ნუსხა საპროტესტო აქციების იმ მონაწილეებისა, რომლებზეც 9 აპრილის შემდეგ თავდასხმები განხორციელდა. ამ ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიება დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც მოითხოვა. მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება დამნაშავე პირთა დასადგენად ეფექტურ ზომებს არ მიმართავს, ასოციაციას გაუჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ თავდასხმებში მონაწილენი ხელისუფლების წარმომადგენელთა წაქეზებით, მხარდაჭერით, ან თანხმობით მოქმედებენ. ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციას და მის აქციებში მონაწილე მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტებზე ყოველგვარი ძალადობა და მათთვის საქმიანობაში ხელისშეშლა დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG