Accessibility links

logo-print

ნიდერლანდის დედოფლის თვალწინ მომხდარ ავტოავარიას ოთხი ადამიანი შეეწირა


ნიდერლანდმა დაადასტურა, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა ავტოავარიის შედეგად, რომელიც ნიდერლანდის დედოფლის, ბეატრისის თვალწინ მოხდა ქალაქ აპელდორნში, სადაც ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა. ექვსი დაშავებული კრიტიკულ მდგომარებაშია. ავტომანაქანა დიდი სიჩქარით შეეტაკა ზღუდეს და ადამიანთა მასაში შევარდა. მანქანა კინაღამ შეეტაკა ღია ავტობუსს, რომელშიც დედოფალი და სამეფო ოჯახის წევრები ისხდენენ და შეეჯახა მონუმენტს. ვარაუდი, რომ ეს სამეფო ოჯახზე თავდასხმა იყო, პოლიციამ არ დადასტურა.
XS
SM
MD
LG