Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში პირველი მაისის დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა


დღეს დილით პირველი მაისის აღნიშვნისას ბერლინში ძალადობა და დაპირისპირება მოჰყვა, რომლის შედეგადაც ათობით პოლიციელი დაშავდა.

ბერლინის პოლიციის განცხადებით ორასამდე დემონსტრანტმა, რომლებიც ანტიკაპიტალისტურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ, ბოთლები და ქვები დაუშინეს პოლიციელებს და ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებს. დაპირისპირების შედეგად დაშავდა 29 პოლიციელი, 12 დემონსტრანტი კი დაკავებულია.

დემონტსრაციებს ძალადობა მოჰყვა ჰამბურგშიც, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულია სამი პოლიციელი.

ბერლინის პოლიცია დღეს კვლავ ემზადება დაპირისპირებისათვის - დაგეგმილია ულტრამემარჯვენე პარტიების, პროფესიული კავშირების და მემარცხენეების დემონსტრაციები.

XS
SM
MD
LG