Accessibility links

აშშ, ნატო და ევროკავშირი მოსკოვსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის შეთანხმებას გმობენ


აშშ-მ, ნატომ და ევროპის კავშირმა სერიოზული შეეშფოთება გამოხატეს რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს შორის დადებული შეთანხმებების შესახებ. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ გაფორმებული შეთანხმებები ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 12 აგვისტოს შეთანხმდებით ნაკისრ ვალდებულებებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოვალეობის შემსრულებლის, რობერტ ვუდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შეთანხმებათა ხელმოწერა არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-მ რუსეთს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს, რადგან მისი სამხედროების მიერ კონტროლირებული საზღვრების დადგენა საპირისპირო მიმართულების კიდევ ერთი ნაბიჯია. რუსეთმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რომელთა ძალით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დანარჩენ საქართველოსთან საზღვრებს რუსეთის ჯარები გააკონტროლებს.
XS
SM
MD
LG