Accessibility links

ბაქოში მკვლელობის საქმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე დააკავეს


აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო აკადემიაში ხუთშაბათს მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია თავდამსხმელის თანასოფლელი, მარნეულის რაიონის სოფელ დაშფეთში დაბადებული ნადირ შირხან ოღლი ალიევი. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს აკადემიის შენობაში საქართველოს მოქალაქე ფარდა გადიროვმა 13 ადამიანი მოკლა, ამდენივე დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. ბაქოში მომხდარ ტრაგედიას დღეს შემაძრწუნებელი უწოდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG