Accessibility links

logo-print

მსოფლიოს მრავალ ქალაქში გაიმართა საპირველმაისო საპროტესტო დემონსტრაციები


დღეს მსოფლიოს მრავალ ქალაქში გაიმართა საპირველმაისო დემონსტრაციები, რომლებიც ძირითადად მთავრობების წინააღმდეგ იყო მიმართული და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე იყო კონცენტრირებული. ბერლინში პოლიციამ დააკავა 49 დემონსტრანტი, რომლებიც ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ და მანქანებს ცეცხლს უკიდებდნენ. გერმანიის მთელ რიგ ქალაქებში მოსალოდნელია მემარჯვენე ექსტრემისტების დემონსტრაციები, რომლებიც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას. სტამბოლში პოლიციამ ბრანდსპოიტები გამოიყენა საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად. საფრანგეთში, პარიზში და სხვა დიდ ქალაქებში, პროფკავშირების ათიათასობით წევრი გამოვიდა ქუჩებში. მოსკოვში დემონსტრაციას მართავენ კომუნისტები. პროფკავშირების დემონსტრაციები იმართება მადრიდში, ტოკიოში და სეულში.
XS
SM
MD
LG