Accessibility links

logo-print

პეტერ სემნები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება


საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შესახვედრად სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები თბილისში დაბრუნდა. მასთან დაახლოებით ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების მიმართ შანტაჟის და პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები გააცნო. დღესვე პეტერ სემნები საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციის ლიდერებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG