Accessibility links

logo-print

ბაქოში მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს


აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო აკადემიაში ხუთშაბათს მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია თავდამსხმელის თანასოფლელი, მარნეულის რაიონის სოფელ დაშფეთში დაბადებული ნადირ შირხან ოღლი ალიევი. ხუთშაბათს აკადემიის შენობაში საქართველოს მოქალაქე 29 წლის ფარდა გადიროვმა 13 ადამიანი მოკლა, ამდენივე დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. პოლიციის ინფორმაციით, გადიროვი შენობაში დილის ლექციების დაწყებიდან მალევე შევიდა, და სანამ მეექვსე სართულამდე ავიდოდა, მაკაროვის ტიპის პისტოლეტით მეთოდურად დახოცა ხალხი. ბაქოში მომხდარ ტრაგედიას დღეს შემაძრწუნებელი უწოდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. დღესვე ბაქოში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ასობით სტუდენტმა სანთლები და ყვავილები მიიტანა აკადემიასთან.
XS
SM
MD
LG