Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ტერორიზმის მთავარ საფრთხედ ალ-ყაიდა და ირანი მიიჩნევა


ახალ ანგარიშში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ალ-ყაიდის ქსელი, რომელიც თავს ავღანეთის მოსაზღვრე პაკისტანის რეგიონებს აფარებს, დასავლეთს ტერორიზმის ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ირანი რჩება ”ტერორიზმის მხარდამჭერ ყველაზე აქტიურ სახელმწიფოდ”, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ, მართალია მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობამ დაიკლო, პაკისტანსა და ავღანეთში ისინი გახშირდა. ირანის გარდა ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებად დასახელებულია სირია, სუდანი და კუბა.
XS
SM
MD
LG