Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს ღორის გრიპის 331 შემთხვევას, აქედან 10 სიკვდილს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღევანდელი მონაცემებით, ღორის გრიპით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 331 შეადგინა, და 11 ქვეყანა მოიცვა. ორგანიზაციის შეფასებით, ჯერჯერობით ვირუსმა 10 ადამიანი იმსხვერპლა. როგორც ვარაუდობენ, ვირუსი თავდაპირველად მექსიკაში გაჩნდა და წარმოადგენს ღორის, ფრინველის და ადამიანის გრიპის ვირუსების ნაზავს. ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე გადადების უნარი აქვს, რის გამოც შიშობენ, რომ ის შეიძლება მსოფლიოს მოედოს.
XS
SM
MD
LG