Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემნები: ევროკავშირს შეუძლია შუამავლის როლი ითამაშოს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში


საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შესახვედრად სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები თბილისში დაბრუნდა. მასთან დაახლოებით ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების მიმართ შანტაჟის და პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები გააცნო. დღესვე პეტერ სემნები საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციის ლიდერებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სემნებიმ ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები არსებითად საქართველოს საქმე უნდა იყოს. "ევროკავშირი მზად არის აიღოს ასეთი როლი, თუკი ეს იქნება მოლაპარაკებების მონაწილე მხარეების მოთხოვნა. ამ პროცესში მე არ განვიხილავ ევროკავშირს აქტიური, ოფიციალური შუამავლის როლში. საკითხი ასე არ დგას, მაგრამ ევროკავშირი შეიძლება იყოს ხელშემწყობი, შიკრიკი, მეთვალყურეო", უთხრა პეტერ სემნებიმ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG