Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ვარდების მოედანზე აქცია გამართა


1 მაისს, შრომის სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ვარდების მოედანზე მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. გაერთიანებულმა პროფკავშირებმა საკუთარი პროტესტი დაფდაფების ფონზე გამოხატეს. მათი ძირითადი მოთხოვნები შრომის კოდექსში არსებული კაბალური პირობების ცვლილებაა. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას არ აქვს უფლება თვალი დახუჭოს იმ არაადეკვატურ პირობებზე, რა პირობებშიც დღეს დასაქმებულ ადამიანებს უწევთ მუშაობა: "თუკი ერთად დავდგებით, თუკი იქნება სოლიდარობა, მაშინ მეტი შანსი გვექნება იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება".
XS
SM
MD
LG