Accessibility links

logo-print

საქართველოს დაკავებული ტერიტორიების “საზღვრებთან” რუსეთმა სასაზღვრო ჯარები განალაგა.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთმა მის მიერ დაკავებული საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების საზღვრებთან სასაზღვრო ჯარის ნაწილები განათავსა. სააგენტოს მოჰყავს სამხრეთის ფედერალური რეგიონის სასაზღვრო ჯარების მეთაურის, ნიკოლაი ლისინსკის ნათქვამი, რომ “რუსეთის სასაზღვრო ჯარის ნაწილები უკვე შევიდნენ სამხრეთ ოსეთში და განლაგდნენ საზღვრებთან”. აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის არმიის მეთაურმა ანატოლი ზაიცევმა თქვა, რომ რუსეთის სასაზღვრო ჯარი შეუდგა ფუნქციის შესრულებას. ჯარების განთავსება მოჰყვა სეპარატისტულ რეგიონებთან მოსკოვის მიერ ხუთშაბათს გაფორმებულ პაქტს.
XS
SM
MD
LG