Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა მეამბოხეთა გვირაბები დაბომბა


ისრაელის ავიაციამ იერიში განახორციელა ღაზის სექტორში კონტრაბანდისტთა გვირაბებზე, რის შედეგადაც ორი პალესტინელი დაიხოცა, სამი კი, დაშავდა. ოპერაცია მიმართული იყო ეგვიპტის და ღაზის შემაკავშირებელი ხუთი გვირაბის მოსასპობად. პალესტინელთა სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხოდ, ისრაელმა პარასკევს დაბომბა ორი გვირაბი. იანვრის სამკვრიანი სამხედრო შეტევის შემდეგ ისრაელის ტერიტორიაზე შეიარაღებულ პალესტინელთა მიერ 200-მდე ჭურვი იქნა ნატყორცნი, იუწყება ისრაელის არმია.
XS
SM
MD
LG