Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის ქვეყნებმა თავიანთი ეკონომიკები უნდა გარდაქმნან


იაპონიის ფინანსთა მინისტრი, კაორუ იოსანო თვლის, რომ აზიის ქვეყნებმა უნდა გარდაქმნან თავიანთი ეკონომიკები, ნაკლები აქცენტი გააკეთონ ექსპორტზე და უფრო შიდა მოთხოვნაზე იმუშაონ. ეს მან განაცხადა ბალიში, აზიის განვითარების ბანკის შეხვედრაზე. იოსანომ თქვა აგრეთვე, რომ აზიის საახელმწიფოებმა მეტი თანხები უნდა გაიღონ სოციალური ხარჯებისთვის. ეს იქნება უმთავრესი ნაბიჯი ნდობის მოპოვებისა და იმისათვის, რომ ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში ადამიანებს ნაკლები ტვირთი დააწვეთ. აზიის განვითარების ბანკის თანახმად, გაისად, თუკი ეკონომიკური ვარდნა გაგრძელდა, 160 მილიონი ადამიანი მიაღწევს უკიდურეს სიღატაკეს.
XS
SM
MD
LG