Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში მკვლელობის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს


აზერბაიჯანის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ერთ ეჭვმიტანილს. ნადირ ალიევი ეჭვმიტანილია, რომ თანამონაწილე იყო მკვლელობაში, რომელიც ბაქოში, ნავთობის აკადემიაში მოხდა 30 აპრილს და რომლის დროსაც 13 ადამიანი დაიხოცა. პროკურატურის თანახმად, ალიევი, მკვლელის, 29 წლის ფარდა გადიროვის მეგობარი იყო. გადიროვმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თავი მოიკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია.
XS
SM
MD
LG