Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კონსერვატორი კანდიდატი მძაფრად აკრიტიკებს ირანის პრეზიდენტს


ირანის პრეზიდენტობის კონსერვატორი კანდიდატი, მოჰსენ რეზაი მძაფრი კრიტიკით გამოვიდა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიმართ და დაადანაშაულა ის, რომ ირანი უფსკრულის პირას მიჰყავს. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აჰმადინეჟადის გამოსვლებს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო “ავანტიურისტულად” მიიჩნევს. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში არც პასიურობას ემხრობა და არც ავანტიურას, მაგრამ ფიქრობს, რომ დასავლეთს და აშშ-ს ირანი სჭირდებათ. თეირანმა ეს საკუთარ ინტერსებში უნდა გამოიყენოს, განაცხადა რეზაიმ.
XS
SM
MD
LG