Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელმა ქურთებმა დაგმეს ირანის საჰაერო რეიდი


ერაყელ ქურთთა რეგიონულმა მთავრობამ დაგმო ირანის საჰაერო რეიდი, რომელიც, სავარაუდოდ, მიმართული იყო ერაყში ირანელი სეპარატისტების წინააღმდეგ. შაბათს განახორციელეს ირანულმა შვეულმფრენებმა რეიდი ერაყის ტერიტორიაზე, სამ ქურთულ სოფელზე. ცნობით, იერიშის სამიზნე იყო ირანელ ქურთთა სეპარატისტული გაერთიანება, რომელმაც თავდასხმა მოაწყო ერაყის მთებში არსებული თავისი ბაზიდან ირანის ტერიტორიაზე. ერაყის მთავრობამ მოუწოდა ქურთ სეპარატისტიებს, არ განახორციელონ თავდასხმები თურქეთსა და ირანში.
XS
SM
MD
LG