Accessibility links

logo-print

ერაყელი სასულიერო პირი, ალ-სადრი თურქეთს ეწვია


ერაყელი შიიტი სასულიერო პირი, მუყტადა ალ სადრი, რომელიც მძაფრ წინააღმდეგობას უწევდა აშშ-ის ჯარს ერაყში, საქვეყნოდ არ გამოჩენილა ორი წელია. ალ-სადრი შაბათს სტამბოლში შეხვდა თავის 70-მდე ერაყელ მომხრეს. ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ერაყის მომავალთან დაკავშირებული თემები. ამ წლის ბოლოს ერაყში საყოველთაო არჩევნებია. ამ ქვეყნის 275-წევრიან პარლამენტში ალ-სადრს 30 მომხრე ჰყავს.
XS
SM
MD
LG