Accessibility links

logo-print

ავღანეთში ხუთი სამოქალაქო პირი დაიხოცა


ავღანეთში, ჰერათში, იტალიელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მსუბუქ ავტომანქანას და მოკლეს ერთი ბავშვი და დახოცეს სხვა ორი სამოქალაქო პირი. სამხედროთა თანახმად, ბავშვი იჯდა მანქანაში, რომელიც დიდი სიჩქარით მიდიოდა და მათ მოთხოვნას, გაჩერებულიყო, არ დაემორჩილა. ავღანეთის სამხრეთში, პოლიციის ადგილობრივ განყოფილებასთან აფეთქების შედეგად დაიხოცა ოთხი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი ბავშვი. ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი ამ შემთხვევის პასუხიმგებლობა იკისრა თალიბანის მოძრაობამ.
XS
SM
MD
LG