Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის ქვეყნები კრიზისის დასაძლევად ერთიან ფონდს ქმნიან


აღმოსავლეთი და სამხრეთი აზიის ცამეტი ქვეყანა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად 120 მილიარდდლორარიანი საგანგებო ფონდის შექმნაზე შეთანხმდა. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ასოციაციის წევრი ქვეყნებისა და მათთან ერთად ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთი კორეის ფინანსთა მინისტრებმა ამ შეთანხმების შესახებ ინდონეზიაში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. ბანკის პროგნოზით, თუკი გლობალური ეკონომიკის ვარდნა შენარჩუნდება, დაახლოებით 160 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება უკიდურეს სიღატაკეში.
XS
SM
MD
LG