Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის მთავრობა შეშფოთებულია როქსანა საბერის ბედით


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი აცხადებს, რომ თეირანის ციხეში მყოფი ამერიკელ-ირანელი ჟურნალისტის როქსანა საბერის სააპელაციო სარჩელი სამართლიანად იქნება განხილული. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის იაპონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როქსანა საბერის იაპონელი დედა ჰყავს. საბერი გასულ თვეში თეირანის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG