Accessibility links

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ღორის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს მსოფლიოს ქვეყნებს, არ შეასუსტონ ღორის გრიპის წინააღმდეგ მიმართული ზომები მას მერე, რაც მექსიკამ განაცხადა, რომ დაავადების გავრცელების ყველაზე მძიმე ფაზამ უკვე ჩაიარა. ეს ვირუსი, რომელიც ღორის, ფრინველისა და ადამიანის გრიპის ვირუსის ნაჯვარია, ჯერაც იჩენს თავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პირველი შემთხვევა აღირიცხა სამხრეთ ამერიკაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მარგარეტ ჩანმა განაცხადა, რომ ვირუსი შესაძლოა უფრო მძიმე ფორმით დაბრუნდეს მოგვიანებით. ორგანიზაციის მიერ დღეისთვის აღრიცხულია ამ ვირუსით დაავადების ათასამდე და სიკვდილის 26 შემთხვევა.
XS
SM
MD
LG