Accessibility links

logo-print

მიმდინარეობს ჟენევის კონსულტაციების ახალი რაუნდისთვის მზადება


დღეს სოხუმში იმყოფებოდნენ ჟენევის კონსულტაციის ახალი რაუნდის მოსამზადებლად საქართველოში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. პიერ მორელი, ხარლამპოს ხრისტოპულოსი და იოჰან ვერბეკე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას შეხვდნენ. პიერ მორელმა სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში დიალოგის გაგრძელება და არსებული პრობლემების დაძლევა აუცილებელია. ხვალ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ცხინვალში გაემგზავრებიან. ჟენევის კონსულტაციის ახალი რაუნდი 18-19 მაისსაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG