Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმეს რეცესიაში იმყოფება


ევროპის კომისიის თანახმად, ევროპა მეორე მსოფლო ომის შემდეგ "ყველაზე ღრმა და ფართო მასშტაბის რეცესიაში" იმყოფება. ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს უკანასკნელ ეკონომიკურ პროგნოზში ნათქვამია, რომ წელს ევროპაში ეკონომიკის ზრდა ოთხი პროცენტით შემცირდება. ეს ინფორმაცია მკვეთრად ეწინააღმდეგება იანვარში გაკეთებულ პროგნოზს, რომლის თანახმად, ეკონომიკის ზრდა 1,8 პროცენტით უნდა შემცირებულიყო. ევროპის კომისიის თქმით, რეცესია 2010 წელსაც გაგრძელდება და ის 0,1 პროცენტი იქნება. მომავალ წელს ევროკავშირში უმუშევრობა 11,5 პროცენტამდე გაიზრდება.
XS
SM
MD
LG