Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პოლიციამ ფარდა გადიროვთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავა


აზერბაიჯანში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ფარდა გადიროვთან კავშირში. გადიროვი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, გასულ კვირაში, 30 აპრილს შეიჭრა, ბაქოს "ნავთობის სახელმწიფო აკადემიაში" და 12 ადამიანი მოკლა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია გადიროვის ნათესავი ჯავიდან ამიროვი, რომელსაც ბინაში უპოვეს ტყვია-წამალი და ნარკოტიკული ნივთიერება. ამავე განცხადების თანახმად, ბრალდება უკვე წაუყენეს ნადირ ალიევს, რომელიც პარასკევს, ანუ თავდასხმის მომდევნო დღესვე დააკავეს გადიროვის თანამზრახველობაში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG