Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაიმ ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია გაიარა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია გაიარა. ცნობილია მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებიც: ესენი არიან ეთნიკური ტაჯიკების გავლენიანი ლიდერი მოჰამად ყასიმ ფაჰიმი - თავდაცვის მინისტრი და დროებით ვიცე-პრეზიდენტი და ეთნიკური ხაზარების ლიდერი კარიმ ხალილი - კარზაის ამჟამინდელი მეორე ვიცე-პრეზიდენტი. რაც შეეხება კარზაის მეტოქეებს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია არავის, ვინც შეძლებდა კარზაისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას.
XS
SM
MD
LG