Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქმა ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყნის პრობლემებზე ისაუბრა


ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბული ურთიერთობა ემატება - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„საქართველო იმყოფება გარდამავალ პერიოდში. რჩება პრობლემები, რომელიც გადაჭრილი არ არის. ტერიტორიალური მთლიანობა არის დარღვეული, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ იმედით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აღდგება და ტერიტორიალური მთლიანობა იქნება დაცული. ჩვენ მოგვემატა ახალი პრობლემა. ეს არის დაძაბული ურთიერთობა ჩვენს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. საქმე იმაშია, რომ მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც არიან ჭკვიანი ადამიანები და მე ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას“ - თქვა კათოლიკოს პატრიარქმა.

ქვეყანაში აკრედიტებული სრულუფლებიანი ელჩები საპატრიარქოში ილია მეორის მიწვევით მივიდნენ. პატრიარქმა მათ არსებულ ვითარებაზე აზრის გამოთქმა და რჩევა სთხოვა.

XS
SM
MD
LG