Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამთენიისას მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მუხროვანში ამბოხება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს შსს-მ გაცილებით ფართომასშტაბიანი ამბოხის აღსაკვეთად სპეცოპერაცია ჩაატარა. ფართომასშტაბიანი ამბოხების მიზნად სიხარულიძემ ნატოს სწავლების ჩაშლა და საქართველოს ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობა დაასახელა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მუხროვანის ბატალიონის სამხედროებმა, რომელთა მეთაურები პოსტებიდან უკვე გაათავისუფლეს, უკანონო ამბოხება უნდა შეწყვიტონ.
XS
SM
MD
LG